ალფრედ ნობელი

Image(1833-1896)
ალფრედ ნობელი ქიმიას რუსეთში, ამერიკსა და საფრანგეთში სწავლობდა.
მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მან გადაწყვიტა ფეთქებადი ნივთიერებებისა და მათი წარმოების შესწავლა.
ალფრედმა მამისაგან მემკვიდრეობით მიღებული პატარა ქიმიური ფაბრიკა მსხვილ საწარმოდ აქცია და ნიტროგლიცერინის წარმოებას შეუდგა.
თითქმის მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებამდე ერთადერთ ფეთქებად ნივთიერებად ნივთიერებად ძველთაძველი დროიდან შავი დენთი ითვლებოდა. მაგრამ ასაფეთქებელი სამუშაოებისთვის მან არ ივარგა _ძალიან სუსტი აღმოჩნდა. ამიტომაც დაიწყო ნობელმა აღმოჩენილი ნიტროგლიცერინის წარმოება, რომლის აფეთქების ძალა რამდენიმე ათეულჯერ აღემატებოდა დენთის ძალას.
მაგრამ ნიტროგლიცერინი მეტად საშიში მოკავშირე აღმოჩნდა და დასაწყისში ვერ ჰპოვა ფართო გამოყენება, რადგან ძლიერი ბიძგი ან ტემპერატურის ოდნავ მომატებაც კი საკმარისი იყო ამ ზეთოვანი სითხის ასაფეთქებლად.
სწორედ ასეთმა აფეთქებამ, რომელიც ნიტროგლიცერინით ჭურჭლის ავსებისას მოხდა, დაანგრია ნობელის ფაბრიკა. ხელისუფლებამ არ მისცა ნობელს ფაბრიკის აღდგენის უფლება და მეცნიერმაც თავისი ახალი ლაბორატორია პატარა საწარმოსთან ერთად შუაგულ ტბაში ბორანზე მოათავსა.
ნობელს ესმოდა, რომ ნიტროგლიცერინის უზამმაზარი ფეთქებადი ძალის პრაქტიკული გამოყენებისთვის აუცილებელი იყო ისეთი მეთოდის პოვნა, რომელიც შემთხვევითი აფეთქების შესაძლებლობას გამორიცხავდა. გამოსავალი ცდების დროს გამოიძებნა.
ნობელის ფაბრიკა ნიტროგლიცერინს ჩვეულებრივ ლითონის ჭურჭლით გზავნიდა. ბიძგების თავიდან ასაცილებლად ჭურჭელს ე.წ. ინფუზორული მიწით სავსე ხის ყუთებში დგამდნენ. ინფუზორული მიწა მსუბუქი, ფხვიერი ქვიშაა, მილიონობით წლების წინ მცხოვრები ზღვის პაწაწკინტელა არსებების_ინფუზორიების ნარჩენი.
და აი, ერთხელ ერთ-ერთი ლითონის ჭურჭელი მჭიდროდ დაუხურავი დარჩათ. ტრანსპორტირების დროს გადმოღვრილი ნიტროგლიცერინი ინფუზორულმა მიწამ შეისრუტა. ამ ინფუზორული მიწის შემდგომი გამოკვლევისას ნობელი თავისდა გასაკვირად დარწმუნდა, რომ იგი აფეთქების სიძლიერით თხევად ნიტროგლიცერინს არ ჩამოუვარდებოდა და თანაც გადასაზიდად და გამოსაყენებლად ბევრად უფრო უსაფრთო იყო.
ნიტროგლიცერინით გაჟღენთილი ინფუზორული მიწა ადვილად შესანახი და შესაფუთი მყარი სხეულია. იგი არ ფეთქდება არც ბიძგების და არც გახურების შედეგად.
ამ ახალ, ძლიერ, მაგრამ თითქმის უსაფრთხო ფეთქებად ნივთიერებას ნობელმა დინამიტი უწოდა. სამთო საქმესა და მშენებლობაში იგი დღესაც ფასდაუდებელ სამსახურს ეწევა.
დიმიტრი მენდელეევი
(1834-1907)
მენდელეევის შესახებ ასეთი ანეგდოტი გავრცელდა: მეცნიერი ცდილობდა როგორმე წესრიგი დაემყარებინა მისთვის ცნობილ ელემენტთა დიდ ჯგუფში, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ გადაწყვიტა ცალკეულ ბარათებზე ელემენტების სახელწოდებები ამოეწრა, ბარათები ერთმანეთში აურია სა პასიანსის მსგავსად გაშალა. და უცებ, გაურკვეველი რაოდენობის კომბინაციების შემდეგ, ბარათები ამჟამად ყველასათვის კარგად ცნობილი ელემენტების პერიოდული სისტემის სახით განლაგდა.
ეს რა თქმა უნდა ფანტაზიაა. არც ერთი, და მით უმეტეს ასეთი მასშტაბის, აღმოჩენა არ შეიძლება იყოს შემთხვევითი. პირველ ყოვლისა, ეს არის შეუპოვარი შრომისა, ხანგრძლივი გამოკვლევებისა დდა დამქანცველი ძიების ნაყოფი. მენდელეევი თავის ცხრილზე რამდენიმე ათეული წელი მუშაობდა
მაგრამ პერიოდულობის კანონის აღმოჩენა არ არის მეცნიერის ერთადერთი მიღწევა. მისი ინტერესების სფერო არაჩვეულებრივად ფართო იყო. იგი მნიშვნელოვან გამოკვლევებს ატარებდა მეცნიერებისა და ტექნიკის ყველაზე განსხვავებულ დარგებში.
საინტერესოა ასეთი შემთხვევა_ ალკოჰოლიანი სასმელების ერთ-ერთი მსხვილი ქარხნის ხელმძღვანელი ქურდობაში დაადანაშაულეს. მის მიერ მიჭებული სპირტის რაოდენობაში დანაკლისი აღმოჩნდა. ეჭვმიტანილს მენდელეევი დაეხმარა, უდანაშაულო კაცს ციხე და დამნაშავის სახელი ააშორა. მენდელეევმა შეისწავლა და ახსნა შეკუმშვის საინტერესო მოვლენა: თუ, მაგალითად, ერთმანეთში შევურევთ 100 მლ ალკოჰოლსა და 100 მლ წყალს, მაშინ, განსაკუთრებული რეაქციების წყალობით სივიღებთ არა 200 მლ, არამედ 190 მლ-მდე ხსნარს. დიდ რაოდენობებში დანაკლისი შესამჩნევად დიდი იქნება.
მენდელეევმა დაწვრილებითი ალკოჰოლიმეტრული ცხრილიც კი შეადგინა, რომელიც ალკოჰოლის სიმკვრივის საფუძველზე მისი სიმაგრის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. მანვე დიდი ინტერესით შეისწავლა დაუმუშავებელი ნავთობი და შექმნა მისი წარმოშობის ორიგინალური ჰიპოთეზა. რაც მთავარია, მიუთითა, რომ იგი არ გამოეყენებინათ როგორც მხოლოდ ქიმიური ნედლეული, ამასთან დაკავშირებით მან წარმოთვა თავისი განთქმული ფრაზა, დასაწვავად ბანკნოტებიც გამოდგებაო.
წინადადება ნახშირის მიწისქვეშა გაზიფიკაციის შესახებ სწორედ მენდელეევმა წამოაყენა. ეს პროცესი ამჟამად ბევრ ქვეყანაშია რეალიზებული.

Image

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s